თითქოს ჩვეულებრივი ამბავი

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიეგო მარადონამ თქვა ადრე, გააუქმეთ ტოტალიზატორები და თქვენ ნახავთ ნამდვილ ფეხბურთს. ახლა, ბოლომდე არაფრის მტკიცებას არ ვაპირებთ, მაგრამ გასულ უქმეებზე, ბრიტანეთის ქვედა საფეხბურთო ლიგებში ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა. ინგლისის რანგით მესამე ლიგაში მოასპარეზე „ბრიტსოლ როვერსი“ ზედა, ანუ მეორე ლიგაში აღზევებისთვის იბრძოდა და ბოლო ტურში „სკანთორპს“ მასპინძლობდა. აღნიშნული მატჩი ჩვენს ყურადღებას არანაირად არ მიიპყრობდა, რომ არა ერთი საინტერესო დეტალი - ლიგაშ დასაწინაურებლაად „ბრისტოლ როვერსს“ ყველაზე ცოტა, 7-ბურთიანი უპირატესობით უნდა მოეგო, ანუ პროგრამა მინიმუმი 7 ბურთით და მეტით გამარჯვება იყო, რაც საფეხბურთო საზომებით, ცოტა არ იყოს, არარეალური ჩანს.

18, 22, 53, 62, 76, 79, 85 - ეს იმ წუთების ჩამონათვალია, როცა „ბრისტოლ როვერსმა“ გოლები გაიტანა, 7:0 იმარჯვა და ზედა ლიგაში აღზევდა. ახლა, ნახევარი მსოფლიო ამტკიცებს, ამ ყველაფერში ტოტალიზატორის ხელი ურევიაო, მენრე ნახევარი ამბობს, ბიჭებმა იბრძოლესო... მოკლედ, გუნდს 7-ბურთიანი უპირატესობა სჭირდებოდა, სჭირდებოდა ბოლო ტურში და ეს უპირატესობა დასვა. ახლა, ვისი კუში ვის ტოტალიზატორშია, ვერავინ გაარკვევს.