ლაპორტამ აღიარა - მესის ხელფასისთვის სესხი არცერთმა ბანკმა არ გასცა

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კატალონიური „ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხუან ლაპორტა ჟურნალისტებს შეხვდა და კლუბში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ესპანური გრანდის პირველი პირი ყველანაირად ეცადა, ლიონელ მესის თემას არ შეხებოდა და ისე ჩანს, მას რამდენიმე ჟურნალისტი გაფრთხილებულიც ჰყავდა, რომ კითხვები სხვა მიმართულებით დაესვათ, თუმცა მედიის არაერთმა წარმომადგენელმა მოისურვა არგენტინელის თაობაზე კითხვის დასმა და ლაპორტაც იძულებული გახდა, ეპასუხა.

„ასეთი ფინანსური მდგომარეობა „ბარსელონას“ არასოდეს ჰქონია. ჩვენი სახელფასო ფონდი არა მარტო ესპანეთში, არამედ, მთელ ევროპაში ყველაზე მაღალი იყო, გასავალი შემოსავალს 50%-ით აჭარბებდა და გუნდის ხელმძღვანელობა ვალს ვალზე იღებდა. როცა პრეზიდენტი გავხდი, პირველი, რაც გავაკეთე, მესის დავუძახე და ხელფასის დაკლებაზე დაველაპარაკე. ის დამთანხმდა, ხელფასის ლამის ერთი მესამედით შემცირებაზეც კი წამოვიდა და მე სასაყვედურო არაფერი მაქვს. გუნდის სალაროში კი ეს ფულიც არ იყო. მე პირადად დავიარე ყველა ბანკი და ყველასთან ერთი ტექსტით მივდიოდი - მასესხეთ ფული, რათა ლეოს ხელფასი გადავუხადო და შევინარჩუნო. როცა ბანკები იგებდნენ, რომ „ბარსას“ 1.35 მილიარდი ევროს ვალი ჰქონდა, ცივ უარს ამბობდნენ. საბოლოოდ, იძულებული გავხდი მეღიარებინა, რომ მე ფულს არავინ მომცემდა და მესიც გუნდიდან წავიდა“, - განაცხადა ლაპორტამ.