რა პრობლემები შექმნა უამინდობამ საქართველოში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 დეკემბრამდე საქართველოში ნალექიანი ამინდი, ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. 112 მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

რა ხდება დღეს საქართველოში? რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო პრობლემები შეიქმნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში:

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა ღამით ქალაქის მთავარი ნაძვის ხე წააქცია. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში წერს, დაზიანდა ნაძვის ხის რკინის კონსტრუქცია და ღერძი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ შესაბამისი სამსახურებწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯსა და მიქავაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები და ელექტროსადენები დააზიანა. წაქცეულია ხეები. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია, სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.

უამინდობამ პრობლემები შექმნა დედაქალაქშიც - ძლიერმა ქარმა თბილისში, ნინოშვილის 21 ნომერში, წუხელ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა სახურავის ჩამონგრევისას მათ ეზოში გასვლა მოასწრეს და არავინ დაშავებულა.
"სტიქიის დროს სახლში არ ვიყავი, შვილთან ერთად ვიყავი გასული, რომ მოვედი ვნახე საშინელება.. დარეკეს, მაშინვე მოვიდა პატრული, სხვათა შორის...იმის შემდეგ არავინ აღარ მოსულა საერთოდ. ველოდებით დილას, თუმცა არ ჩანს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, არავინ არ მოსულა. როგორც გავიგე მოსულან და უთქვამთ, ჩვენ ვეხმარებით იმათ, ვინც ამ მომენტში საფრთხის წინაშეო და აი, ნახე, თუ როგორი საფრთხის წინაშე იყო ოჯახი, ღია ცის ქვეშ არიან ახლაც და ბედის ანაბარა იყო ოჯახი..." - ამბობს ერთ-ერთ ადგილობრივი.

 სტიქია კახეთში - ყვარელსა და მიმდებარე სოფლებში ძლიერმა ქარმა 20-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ანალოგიური ვითარება იყო ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებშიც.

ქარის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, რის გამოც მთელი ღამის განმავლობაში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო. უამინდობამ პრობლემები შექმნა თელავი-ვაზიანი-გომბორის გზაზეც.ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქია დაახლოებით 30 წუთი გრძელდებოდა. მათი თქმით, დაზიანდა
საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა... მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას. ისინი ხელისუფლების დახმარების მოლოდინში არიან."[საცხოვრებელ სახლში] სულ ყველაფერი დაზიანდა, ფაქტიურად. ავეჯი, ტექნიკა, სულ ყველაფერი. რა ძლიერი იქნებოდა, რომ ამხელა სახურავი გადახადა," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სტიქია ბათუმში - ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა, მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები. დაზიანდა რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, ინფრასტრუქტურა.

როგორც ბათუმის მერია ამბობს, ქალაქში სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს და მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქარმა სახურავი ახადა. დაზიანდა ავტობუსის გაჩერებაც.



უამინდობის გამო, საქართველოს მასშტაბით, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს - ჩამონათალი