"ვცდილობ, კვარას პატივი ვცე - მისი სახელი და პლაკატი არ გამოვიკრა, რათა მეტი მსენელი მყავდეს" - გიორგი სუხიტაშვილი იტალიურ ტურნეზე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი


გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში იტალიის ტურნესთან დაკავშირებით ინფორმაცის აქვეყნებს. მომღერალი კონცერტის გამართვას იტალიის სამ (ფლორენცია, ნეაპოლი, ბარი)  ქალაქში გეგმავს და აღნიშნავს, რომ დაემატება სხვა ქალაქებიც.  რას მოიცავს პროგრამა და გეგმავს თუ არა ქართული ტურნეს სხვა ქვეყნებშიც  ჩატარებას  -ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ვერსია“ გიორგის ესაუბრა:


-გიორგი, პირველ რიგში, რომ გვითხრათ რას მოიცავს პროგრამა?
-ძირითადად ქართული რეპერტუარი იქნება, რადგან  ქართული ტური იქ მცხოვრებ ქართველებს აინტერესებთ, თუმცა,შესაძლოა,  30-40%  იყოს უცხოელი დამსწრე, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ  ტურნეს  ქართული კულტურის გაცნობის ხასიათი ჰქონდეს.

- გეგმავთ თუ არა,იტალიის გარდა სხვა ქვეყნებში კონცერტების გამართვას?
- ამ ეტაპზე იტალიის სამი ქალაქია დადასტურებული, ამ კვირაში  დადასტურდება კიდევ სამი. მოგეხსენებათ, ბევრი ტექნიკური დეტალია მოსაწესრიგებელი. იტალიაში ჩემი ჯგუფი მყავს და მუშაობენ ამ საკითხზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, გერმანიის რამდენიმე ქალაქთან მიდის აქტიური მოლაპარაკებები და ვნახოთ  როგორ წარიმართება. იმედიანად ვარ განწყობილი, მინიმუმ 5-6 ქალაქია კონცერტის ჩატარების  მსურველი. სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ემიგრანტი  გამომწერი მყავს, მე ვუყურებ ამ ადამიანის სურვილებს, ამას არ აქვს დიდი კომერციული დატვირთვა. პირდაპირ მინდა ვთქვა, ამით გამდიდრებას არ ვაპირებთ, უბრალოდ სუფთა ემოციური საკითხია ჩემი და ჩემი გუნდის მხრიდან. ღონისძიებები ასე თუ ისე ქართველების მხრიდან ტარდება ხოლმე, ამ შემთხვევაში, უბრალოდ პირდაპირ მსმენელზეა საუბარი. ძალიან ბევრი ადამიანია მსურველი, რომ ჩემი სახელი და გვარი ჩავიდეს იტალიაში. ბევრი შრომა სჭირდება ამ ყველაფრის ორგანიზებას, მარტივი ნამდვილად არ არის.

-მეტწილად ემიგრანტებისთვის არის ეს კონცერტი გათვლილი, თუ ზოგადად იტალიელებისთვისაც?
-პროგრამა  მოიცავს პოპ მუსიკას, ეთნო ჯაზს  და ქალაქურფოლკლორს, შესაბამისად გათვლილია, როგორც ქართველ, ისე იტალიელ მსმენელზე. გვინდა, რომ მათ წარმოდგენა შეექმნათ იმაზე თუ რა ხდება ახლა საქართველოში - პოპ მუსიკაში.

ეს უკვე იტალიურ პრესაშიც დაიწერა და კიდევ დაიწერება სტატიები. ამიტომ ჩემი სურვილია, რომ იყოს ყველა მსმენელი,  როგორც ქართველი ისე  ადგილობრივი იტალიელებიც. გულწრფელად, რომ გითხრათ მირჩევნია იყვნენ ის მონატრებული ადამიანები და ის ქართველები, რომლებიც  ცხოვრობენ სხვადასხვა ქალაქებში, რადგან ჩემი თვალით მაქვს ნანახი მათი ემოციები, სადაც  ჩანს  თუ როგორ ენატრებათ თავიანთი სამშობლო. კონცერტი გრძელდება 1 – 1,5 საათი და ამდენივე დრო, თუ მეტი არა კონცერტის შემდგომი ემოცია და კომუნიკაციაა, საუბრები და გამოხმაურება იმ ადამიანებთან, რომლებსაც ენატრებათ სამშობლო.

- როგორ ჩანს ბევრი მსურველია, ალბათ პირველ რიგში ქართველები არიან და შემდეგ იტალიელები...
-რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქართველები, თუმცა,იქიდან გამომდინარე, რომ ისინი კონტაქტობენ იტალიელებთან, ძირითადად მათი მეშვეობით ხდება ცნობადობის ამაღლება, რადგან იტალიაში  ცნობილი მომღერალი არ ვარ.ასევე, გამომდინარე, იქიდან, რომ ინტერესი არის ქართველების მიმართ და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რა დასამალია და ხვიჩას (ხვიჩა კვარაცხელია) გამო,  შესაძლოა, ამანაც იქონიოს გავლენა, თუმცა, გათვლა  ან მარკეტინგული ხრიკი არ  მაქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ ყველაფერს არ დაუკავშირონ. საქართველოში გადაწყდა, რომ კომპანიები ამით ფულს შოულობენ, მაქსიმალურადვცდილობ ამ ბიჭს პატივი ვცე -  მისი სახელი და პლაკატი არ გამოვიკრა,რათა მეტი მაყურებელი ან მსმენებლი მყავდეს. მე არ ვარ ისადამიანი, რომ მარკეტინგული გათვლის გამო ვინმე გამოვიყენო,

-როგორც ვიცით პირველი ტურნეა და მაინც და მაინც იტალია რატომ აარჩიეთ?
- ძალიან დიდი ხანია  ვგეგმავთ ამ ტურს. სტატისტიკაც გამოვაქვეყნე ჩემს პირად გვერდზე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტიგამომწერი იტალიიდან მყავს და ლოგიკურია ეს ყველაფერი.

-გიორგი, თქვენს გარდა კონცერტში სხვა მომღერლები თუ მიიღებენ მონაწილეობას?
-არა, მხოლოდ ჩემი შემოქმედებით წარვსდგები ქართველი და იტალიელი ხალხის წინაშე, რათა მონატრებულ ქართველებს ვასიამოვნო, ხოლო იტალიელ ხალხს ჩვენი ქვეყანა და შემოქმედება გავაცნო.

- რამდენად რთული იყო ამ ყველაფრის ორგანიზება და ვინმე თუ გეხმარებათ სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში?
- ყველა ქალაქში არიან წარმომადგენლები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ.  მარტო ამ ყველაფერზე მუშაობა ნამდვილად რთულია, ბევრს შრომას მოითხოვს.

 

 ავტორი: გვანცა პეტრიაშვილი