ობლობიდან სანქცირებულ მილიარდერამდე - რომან აბრამოვიჩის მრავალფეროვანი ისტორია

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ის სამი წლის ასაკში დაობლდა, თუმცა ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რომან აბრამოვიჩმა ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირისა და ახლო მეგობრობის გამო ევროპაში არსებული ბიზნესი და რეპუტაცია დაკარგა. მას შეეზღუდა მოგზაურობა და ქვეყანაში შესვლა. ბრიტანეთში მისი ყველა აქცია გაყინულია - მათ შორისაა მისი სახლები, ხელოვნების ნიმუშები და საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“. ამის გამო, უცხოურ მედიაში არსებობს ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი უკრაინასა და რუსეთის არაოფიციალურ მოლაპარაკებებშია ჩართული და ორივე ქვეყნის პრეზიდენტთან აქვს კავშირი. მედიაში მოარული ხმების მიხედვით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ კონკრეტულად აბრამოვიჩისთვის სანქციები აღარ დაეწესებინათ, რადგან შეიძლება მან მნიშვნელოვანი შუამავლის როლი ითამაშოს მოლაპარაკებების წარმართვისას. ამის შემდეგ გავრცელდა ხმა, რომ  მოლაპარაკებებისას ის უკრაინულ დელეგაციასთან ერთად მოწამლეს, თუმცა კონკრეტული დეტალები ამის შესახებ დღემდე პრესისათვის უცნობია. ასევე ბიზნესმენი ჟურნალისტებმა დააფიქსირეს თურქეთში ორი ქვეყნის დელეგაციასთან ერთად ოფიციალური მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, რამაც ბევრი ადამიანისთვის ეს მოარული ხმები დაადასტურა, რადგან პროცესში ჩასართავად მას ოფიციალური სტატუსი არ ჰქონია. სწორედ ამ ყველაფრის გამო გაზეთმა „ვერსიამ“ გადაწყვიტა, მკითხველისთვის გაეცნო ცნობილი ბიზნესმენის ძალიან საინტერესო და ტრაგიკული ისტორია.

რომან არკადიევიჩ აბრამოვიჩი დაიბადა 1966 წელს ქალაქ სარატოვში, რომელიც უკრაინის საზღვართან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. დედა, ირინა, სისხლის მოწამვლის გამო გარდაიცვალა, როდესაც ის ერთი წლის იყო. მამა კი ამ ინციდენტიდან 2 წლის შემდეგ სამშენებლო ამწეზე მუშაობისას უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა. ამის შემდეგ, აბრამოვიჩი ნათესავებთან იზრდებოდა ქალაქ კომში, სადაც საკმაოდ ღარიბულად ცხოვრობდნენ, ხოლო ტემპერატურა ძალიან დაბალი იყო.

„სიმართლე რომ გითხრათ, ბავშვობას ცუდად ნამდვილად არ ვიხსენებ“ - უთხრა აბრამოვიჩმა ინტერვიუში „გარდიანს“- „ბავშვობაში რაღაცეებს ერთმანეთს არ ადარებ: ჭამ სტაფილოს, თუ ჭამ კანფეტს, ორივე ძალიან გემრიელია. ბაშვობაში განსხვავებას ვერ ხედავ.“

მან სკოლაში სწავლას 16 წლის ასაკში დაანება თავი, მექანიკოსად დაიწყო მუშაობა და წითელ არმიაში იმსახურა, სანამ მოსკოვში დაიწყებდა პლასტმასის ბავშვების სათამაშოების გაყიდვას. ამის შემდეგ ის სუნამოებსა და დეოდორანტების ბაზარზე გადავიდა.  ნელ-ნელა გაზარდა მისი ქონება, გორბაჩოვის ადმინისტრაციის დროს, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკონომიკის მასიურ ლიბერალიზაციასთან ერთად საბირჟო საქმიანობით დაინტერესდა.

საბჭოთა კავშირის დაშლამ და ქვეყნის ეკონომიკამ აბრამოვიჩს მისცა შანსი, კიდევ უფრო ბევრი ფული გამოემუშავებინა. 1995 წელს მოსყიდულ აუქციონზე სახელმწიფოსგან შეიძინა ნავთობის კომპანია „სიბნეფტი“ 250 მილიონ დოლარად. 2005 წელს კი სახლემწიფოს იგივე კომპანია მიყიდა 13 მილიარდ დოლარად. მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ არ არსებობს საფუძველი მტკიცებისთვის, რომ მან კრიმინალური გზით დააგროვა საკმაოდ სოლიდური ქონება. თუმცა, 2012 წელს მან დიდი ბრიტანეთის სასამართლოში თავად აღიარა, რომ მან კორუფციული გადასახადებით მოახერხა კომპანია „სიბნეფტის“ გარიგების განხორციელება. ამის შემდეგ, ის მონაწილეობას იღებდა 1990-იანი წლების „ალუმინის ომში“, რომელშიც ოლიგარქები, რომლებმაც შეძლეს დაეგროვებინათ დიდი ქონება და პოლიტიკური გავლენა, იბრძოდნენ ამ ძალიან მომგებიანი ინდუსტრიის დომინირებისათვის.

„სამ დღეში ერთხელ ვიღაცას მოკლულს პოულობდნენ“ - გაიხსენა აბრამოვიჩმა 2011 წლის ინტერვიუში და დაამატა, რომ სწორედ ამ უსაფრთხოების გამო, ის ნელ-ნელა ამ პროცესს ჩამოშორდა. მიუხედავად ამისა, აბრამოვიჩმა ამ წლების ქაოსში მისი სიმტკიცე და დიდი ქონება შეინარჩუნა.

ძალიან მალევე ის პრეზიდენტ ბორის ელცინის მოკავშირე გახდა და საკამოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პოსტ საბჭოთა-კავშირის პოლიტიკურ სურათში. ამბობენ, რომ აბრამოვიჩს სახლიც კი ჰქონდა კრემლთან ძალიან ახლოს. 1999 წელს, როდესაც ელცინი გადადგა, აბრამოვიჩმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრსა და კგბ-ს ყოფილ ჯაშუშს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც ის შეცვალა. პუტინმა ნელ-ნელა დაიმკვიდრა თანამდებობაზე თავი და ოლიგარქებზე მისი დომინირებაც გაიზარდა. ზოგიერთი მათგანი ციხეში აღმოჩნდა, ზოგს კი ქვეყნის დატოვება მოუწია, რადგან პუტინს არ ეთანამშრომლებოდა. აბრამოვიჩს არც ერთის გაკეთება არ მოუწია. 2000 წელს ის დაინიშნა ჩუკოტკის გუბერნატორად. მან პოპულარობა მოიპოვა სოციალურ სერვისებში ფულის ინვესტიციის შემდეგ, თუმცა თანამდებობა დატოვა 2008 წელს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ინარჩუნებდა თავის ბიზნეს ინტერესებს და იღებდა სიმდიდრეს - ყიდულობდა ნახატებს, სახლებს და მანქანებს.

2003 წელს აბრამოვიჩის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო უცნაური ისეთი კაცისთვის, ვინც თავისი წყნარი ხასიათით იყო ცნობილი და მთელს საფეხბურთო სამყაროში გახდა ცნობილი, როდესაც 140 მილიონ ფუნტად იყიდა  დასავლეთ ლონდონის უდიდესი კლუბი „ჩელსი“.

”ჩემი მთელი ცხოვრებისეული ფილოსოფია არის პროფესიონალური გუნდების შექმნა” - განუცხადა მან Financial Times-ს.- "ჩუკოტკაში ადგილზე პროფესიონალური გუნდი მყავს და აქაც ამას გავაკეთებ".

ჟოზე მოურინიოსა და სხვების ხელმძღვანელობით, ბატონი აბრამოვიჩის სიმდიდრე დაეხმარა „ჩელსი“-ს ხუთ პრემიერ ლიგის, ორი ჩემპიონთა ლიგის და ხუთი ასოციაციის თასის მოპოვებაში.

ოლიგარქების ფული ლონდონში განსაკუთრებით ბოლო წლებში შევიდა. აბრამოვიჩის საკუთარი ქონების პორტფელი, სავარაუდოდ, მოიცავს 15 საძინებლიან სასახლეს დასავლეთ ლონდონში, კენსინგტონის სასახლის ბაღებში, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, 150 მილიონ ფუნტზე მეტი ღირს; ბინა ჩელსიში; რანჩო კოლორადოში; და დასასვენებელი სახლი საფრანგეთის რივიერაზე.

მისი იახტები - Solaris და Eclipse - ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში. მისტერ აბრამოვიჩი, რომელიც სამჯერ იყო განქორწინებული, ასევე ფლობს პერსონალურ თვითმფრინავს.

დიდ ბრიტანეთში აბრამოვიჩისა და პუტინის ურთიერთობისა და ახლო კავშირის შესახებ ხმები რამდენიმე წელია, დადის. აბრამოვიჩმა ერთ-ერთი წიგნის ავტორსაც უჩივლა სასამართლოში, რომელიც ამტკიცებდა, რომ მან „ჩელსი“ სწორედ პუტინის ბრძანებით იყიდა. ორივე მხარე სასმართლოში შეთანხმდა იმაზე, რომ ავტორი წიგში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანდა. მიუხედავად ამისა, აბრამოვჩს პუტინთან კავშირმა  სერიოზული პრობლემები უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეუქმნა. ბიზნესმენმა „ჩელსის“ გაყიდვაც კი სცადა სანქციების დაწესებამდე 8 დღით ადრე. სპორტის მოყვარული ადამიანები მაინც მხარს უჭერენ მას, ზოგი პოლიტიკოსი კი მასზე სანქიცების გამკაცრებას ითხოვს.

„იმედი მაქვს, რომ შევძლებ სტემფორდ ბრიჯის მონახულებას და თქვენთან  ბოლოჯერ გამომშვიდობებას“ - უთხრა „ჩელსის“ მხარდამჭერებს აბრამოვიჩმა, თუმცა სანქციების გამო ახლო მომავალში ლონდონში დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.

 წყარო: BBC