ექსკლუზივი! - ყველასთვის მოულოდნელად, „კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი გათავისუფლდა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტარიელ ონიანი თავისუფალია
ყველასთვის მოულოდნელად, 7 ოქტომბერს, ესპანეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 63 წლის ე.წ. „კანონიერი ქურდი“, ტარიელ ონიანი გათავისუფლდა.როგორც ესპანური მედია წერს, მას სასჯელის ვადა ამოეწურა, არადა, ოფიციალურად 6 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ადვოკატებმა იმდენი მოახერხეს, რომ ონიანმა ციხე 2 წელში დატოვა.
მათივე ცნობით, გათავისუფლებული ონიანი ესპანეთში აღარ შეყოვნებულა, ის ჩარტერული რეისით ქვეყნიდან გაფრინდა და ესპანელებმა არ იციან, კონკრეტულად რომელი ქვეყნისკენ აიღო გეზი დღეისათვის ყველაზე ცნობილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ თვითმფრინავმა.