ახმეტაში, 71 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თელავის რაიონულმა სასამართლომ 71 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბაჩო ხაშმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მისი თქმით, ჩანიშნულია ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

ახმეტაში 71 წლის ქალს 18 წლის მეზობელმა სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მომხდარის მოტივად, მხარეებს შორის წლების წინ სახლზე დაწყებული დავა სახელდება. მკვლელობა ახმეტაში 17 აპრილს მოხდა.