გამოყენებულ პირბადეს სარგებელი მოუძებნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კორონა-პანდემიის გამო, პლანეტის მოსახლეობამ უამრავი რაოდენობის პირბადე მოიხმარა და ჯერ კიდევ ძალაშია მისი გამოყენების ვალდებულება. ნახმარი ნიღბები ნაგავში იყრება და გარემოსაც აბინძურებს. ამერიკელმა სწავლულებმა ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, მას სარგებელი მოუძებნეს - პირბადეებს ბეტონის სიმტკიცის ასამაღლებლად გამოიყენებენ. მათ დაამტკიცეს, რომ ასეთი ბეტონის სიმტკიცე 47%-ით მაღალი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივის. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ბეტონი ნაკლებად დაიბზარება, თუკი მას ჩასხმამდე დაუმატებენ უმცირეს ბოჭკოებს. მკვლევარებმა გამოყენებული პირბადეების ქსოვილი დააქუცმაცეს 5-დან 30 მმ-მდე ზომის ბოჭკოებად და შემდეგ ის დაამუშავეს გრაფენის ოქსიდით.

„ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, გამოყენებული პირბადეები, ნარჩენების ნაცვლად, სასარგებლო ნედლეულად ვაქციოთ“, - აცხადებენ კვლევის ავტორები.