მიკი რურკმა ქონება უკრაინელს უანდერძა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა მსახიობმა, მიკი რურკმა გადაწყვიტა, მთელი თავისი ქონება, სიკვდილის შემდეგ, მის დამხმარეს, უკრაინელ დმიტრი კორნეიჩუკს დაუტოვოს. ყველაფერს დიმას ვუტოვებ, აბსოლუტურად ყველაფერს. სიკვდილის არ მეშინია, თავად პროცესის შიში მაქვს, - ამბობს 69 წლის რურკი ერთ-ერთ ინტერვიუში. უკვე რვა წელია, რაც კორნეიჩუკი ჰოლივუდელ ვარსკვლავთან მუშაობს. ცნობილია, რომ დმიტრი უკრაინაში, ტელევიზიაში მუშაობდა. ამერიკაში ჩასვლისას, სამსახური ვერ იშოვა, რურკი კი შემთხვევით გაიცნო, როცა ის ასისტენტს ეძებდა. რვაწლიანი თანამშრომლის პერიოდში, მამაკაცები დამეგობრდნენ.