საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! მადლობას ვუხდი ევროპელ ლიდერებს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური ევროპული საბჭოს პრეზიდენტს- შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს-ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს - ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის მადლობას უხდის.

“საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! მადლობას ვუხდი ევროპულ საბჭოს, ევროპელ ლიდერებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს-შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს-ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს - ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის. ვრჩებით მიზნის ერთგულნი და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.