ფრანგები მსოფლიოს ჩემპიონტზე... დალევას ითხოვენ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ყატარში, მიმდინარე წლის 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. ყატარელები მსოფლიოს არნახულ სანახაობას ჰპირდებიან, თუმცა ისიც ცნობილია, რომ ქვეყანაში სერიოზული აკრძალვები იმოქმედებს. მაგალითისთვის, გამორიცხულია, ერთ ნომერში შეუშვან საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, თუ ისინი ქორწინების მოწმობას არ წარადგენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყატარში ფეხბურთელებს მეგობარ გოგონებთან ურთიერთობის სერიოზული პრობლემა ექნებათ. ახლა კი ირკვევა, რომ არამარტო სასტუმროში, არამედ მთელ ქვეყანაში, ალკოჰოლის მიღების შესაძლებლობა არ იქნება ანუ გულშემატკივრები, მაგარ სასმელზე რომ არაფერი ვთქვათ, ლუდსაც ვერ დალევენ.

„ეს ჩვენი უფლებების დარღვევაა, ასე არ შეიძლება. გამონაკლისი უნდა დაუშვან და დალევის უფლება მოგვცენ“, - როგორ გგონიათ, ამ განცხადებას ვინ გააკეთებდა? ვინ და, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური დირექტორი, ქალბატონი ფლორენსა არდუენი.

როგორც ფრანგული მედია წერს, არდუენი სასმელის დიდი მოყვარულია და იმასაც იხსენებენ, 55 წლის ქალბატონი, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, არგენტინასთან მოგებული ფინალის შემდეგ, როგორ სვამდა პირდაპირ ბოთლიდან და როგორ დაარტყა ხელი ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელს, როცა მან დალევაზე უარი თქვა. სასმელის გამო, მადმუაზელ ფლორენსა შარში არაერთხელ გახვეულა, მაგრამ ფედერაციაში ამბობენ, პროფესიონალია და ამიტომ არ ვუშვებთ სამსახურიდანო.