ქართველების კულუარული ომი რუსულ ფეხბურთში

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ორიოდე დღის წინ, მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე თანამდებობიდან გაუშვეს. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, კიკნაძეს გუნდიდან საბა კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას გაშვება არ აპატიეს. პირველი გუნდის დაცვის ბურჯი იყო, მეორეს ნიჭიერება კი კიკნაძემ ვერ დაიჯერა და ხმამაღლა თქვა, კვარაცხელია ნახევარი მილიონიც არ მიღირსო. ხვიჩა „რუბინში“ წავიდა და ერთ წელიწადში მისი ფასი 15 მილიონი გახდა, თუმცა ყაზანელები არც ამ ფასად ელევიან.

ჰოდა, კიკნაძის ნაცვლად, მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალურ დირექტორად, ასევე მოსკოვის „სპარტაკის“ ყოვილი გენერალური დირექტორი, რომან ასხაბაძე დაინიშნა. კიკნაძის არ იყოს, ქართველებისთვის ეს ვერაფერი შეღავათია, რადგან არცთუ დიდი ხნის წინ, ასხაბაძემ კონკრეტულად კვირკველიაზე თქვა, არ მესმის, ეს ფეხბურთელი „ლოკომოტივში“ რატომ იყოო და ეს მაშინ, როცა საბა ლამის რუსეთის საუკეთესო მცველად აღიარეს.

ბათო ჯაფარიძე