რომელი პროდუქტები დასახელდა ყავის ალტერნატივად

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყავა ცნობილია, როგორც ბევრი სასარგებლო ნაერთის შემცველი სასმელი, ამავდროულად, მისი მირთმევა ყველასთვის არ შეიძლება. სპეციალისტები გვირჩევენ, ამ გამამხნევებელი სასმელის ალტერნატივა მოვძებნოთ - პროდუქტები, რომლებიც ყავის მსგავსს, აქტიურ ნაერთებს შეიცავენ. მაგალითად, ორი სასარგებლო ნაერთი, რომლებსაც ყავის მარცვლები შეიცავენ, ყავის მჟავა და ქლოროგენის მჟავაა. პირველს შეიცავს ფინიკი, შავი ქლიავი, ზეთისხილი, კარტოფილი, მზესუმზირა, დარიჩინი, კოჭა, ანისი, პიტნა და სხვა. ქლოროგენის მჟავას - შავი ქლიავი, მოცვი, ვაშლი, მსხალი, ატამი...

კვლევათა უმრავლესობა გვიჩვენებს, რომ ეს ნაერთები ზემოქმედებას ახდენენ სასიგნალო გზებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ქრონიკული დაავადებების, მათ შორის, სიმსივნის განვითარებასაც. ეს ნაერთები ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს. თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავისა და ქლოროგენული მჟავები, ჭამის მერე, სისხლში შაქრის დონის მატებას არ იწვევენ.