სასმელი წყალი დეფიციტი გახდება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მეცნიერთა მონაცემებით, 25 წლის შემდეგ, ყველაზე მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სასმელი წყლის დეფიციტი იქნება. მისი მარაგი საკმარისი არ იქნება, რომ მზარდი მოსახლეობის მოთხოვნილება დააკამყოფილოს. ასეთი შემაშფოთებელი მონაცემები გამოაქვეყნა წყლის რესურსების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა. ერთი ადამიანის საკვებით უზრუნველსაყოფად, რომელსაც ინდუსტრიულად განვითრებული ქვეყნისთვის ტრადიციული რაციონი აქვს, ყოველდღიურად, 2500-3000 ლიტრი წყალი იხარჯება. უნდა ითქვას, რომ მტკნარი წყალი ამჟამადაც არ არის საკმარისი ყველასთვის. სასმელი წლის უკმარისობას, დაახლოებით, მილიარდი ადამიანი განიცდის. თანაც, წყლის მეშვეობით ვრცელდება ინფექციურ დავადებათა 80%.

ურბანიზაციის პორცესის დაჩქარებითა და ცხოვრების დონის ამაღლებით, წყლის ხარისხის მიმართ მოთხოვნაც იზრდება. როგორც საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები აცხადებენ, წყლის პრობლემის მოგვარება შეიძლება, საჭიროა მხოლოდ რამდენიმე სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. კერძოდ, უნდა დაიწყოს წყლის საცავების მასობრივი მშენებლობები, უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ წვიმის წყალი მოსარწყავად და მოსახლეობაც ნელ-ნელა ნაკლებად ტენისმოყვარულ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანაზე უნდა გადავიდეს.