ტელეფონის მოწყობილობები მილიარდერებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კომპანიამ Golden Concept, წარადგინა Apple-ის გაჯეტების ექსკლუზიური ნაკრები, რომელიც პლატინითა და ბრილიანტებითაა დამზადებული. კოლექცია, სახელწოდებით - „მილიარდერის გაჯეტები“ 250 ათას დოლარად არის შეფასებული. კომპლექტში შედის სპარტფონი iPhone 15 Pro Max, უსადენო ყურსასმენები AirPods Max, „ჭკვიანი“ საათი Apple watch Ultra 2 და მექანიკური საათი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს კომპანია Apple-თან. ყველა მოწყობილობას პლატინის კორპუსი აქვს და სხვადასხვა ხარისხისა და წონის ბრილიანტებითაა შემკული. ყველაზე ძვირადღირებული გაჯეტი ნაკრებში, რასაკვირველია, ბოლო iPhone-ია, რომელიც 213 გრამს იწონის და მთლიანობაში, 2 448 ბრილიანტითაა აღჭურვილი. მათი საერთო წონა 36.72 კარატია.