ნარკოდამოკიდებულებს ვაქცინით უშველიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრაზილიის მინას-ჟერაისის უნივერსიტეტის სწავლულებმა ახალი პრეპარატი შეიმუშავეს ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის, რომელიც „კოკაინის“, ან „კრეკის“ მოხმარების შემდეგ, ხელს უშლის სასიამოვნო შეგრძნებების წარმოქმნას. პრეპარატი Calixcoca უკვე გამოსცადეს მღრღნელებზე. ვაქცინა იწვევს ორგანიზმის იმუნურ პასუხს, რომელიც ბლოკავს ნარკოტიკული საშუალებების მოქმედებას ადამიანის ტვინზე და ხელს უშლის ეიფორიის, ჰალუცინაციებისა და ლეთარგიის გაჩენას.

პრეპარატი აიძულებს იმუნურ სისტემას, გამოიმუშაოს ანტისხეულები, რომლებიც სისხლში ნარკოტიკების მოლეკულებს უერთდებიან. ამის გამო, მოლეკულები ძალიან დიდდებიან და ვეღარ „ეტევიან“ ტვინის მეზოლიმბურ გზაზე, რომელიც „ჯილდოს მიღების“ სისტემად არის ცნობილი. სწავლულები ახლა არკვევენ, როგორი უნდა იყოს ვაქცინის ოპტიმალური დოზა. ამის შემდეგ, უკვე შესაძლებელი იქნება ადამიანებზე ცდების დაწყება. მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ უკვე 3 ათასზე მეტი მოხალისე დაუკავშირდათ, რომლებიც მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ კლინიკურ ცდებში.