პლასტმასისგან წყალს ბაქტერიებით გაწმენდენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბაქტერიები ბუნებრივი გზით ჯგუფდებიან, ეწებებიან ზედაპირებს და წარმოქმნიან ნივთიერებას, სახელწოდებით - „ბიოფენა“. სწავლულებს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტიდან, სურთ გამოიყენონ ბაქტერიების ეს თვისება ლენტისებური მიკრობული ქსელის შესაქმნელად, რომელიც დაეუფლება და გადაამუშავებს მიკროპლასტიკის ნაწილაკებს დაბინძურებულ წყლებში. ექსპერიმენტული პროექტი ჯერ კიდევ დასახვეწია, თუმცა მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი მეთოდი პლასტმასთან ბრძოლაში აუცილებლად გაამართლებს.

მეთოდის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის არის, რომ დაბინძურებას ბუნებრივი მიკროორგანიზმებით აღმოფხვრიან, რაც უსაფრთხო იქნება გარემოსთვის. მიკროპლასტმასი წყალში პროდუქტების პაკეტების, ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო საგნების ხრწნის შედეგად ხვდება. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წელს, მიკროპლასტმასი ზღვის 114-ზე მეტი სახეობის ორგანიზმებს აღმოუჩინეს. ასევე, ის არის მარილში, სალათის ფურცლებში, ვაშლსა და კვების სხვა პროდუქტებში, რასაც ადამიანი მოიხმარს.