პალტო-ჩემოდანი ავიამგზავრებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავსტრალიელმა დიზაინერებმა პალტო გამოიგონეს, რომლის ჯიბეებშიც 15 კილოგრამამდე წონის ნივთებს მოათავსებთ. როგორც ავტორები ამბობენ, მათი ქმნილება თვითმფრინავის სალონში განსაზღვრული წონის შეტანის პრობლემას მოუხსნის მგზავრებს. პალტოში, რომელსაც Airport Jacket უწოდეს, 14 ღრმა ჯიბეა ჩაკერებული. მისი სიგრძის რეგულირება შესაძლებელია და მსურველს შეუძლია, ან მუხლამდე დაამოკლოს, ან პირიქით - სიგრძე კოჭებამდე გაზარდოს.

სიახლის მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ მთლიანი სიგრძისას, შეგიძლიათ, პალტოში დაატიოთ: ორი ნოუთბუქი, ერთი პლანშეტი, ორი წყვილი ფეხსაცმელი, ერთი-ორი ჯინსის შარვალი, ხუთი მაისური, ჯემპრი და ფოტოაპარატი. ეს ნივთები, უბრალოდ, ჯიბეებში სწორად უნდა განათავსოთ. ფრენის შემდეგ, შეგიძლიათ, პალტო სპორტული ჩანთის მსგავსად გამოიყენოთ, სადაც ყველა ნივთი აკურატულად განთავსდება. ავტორების თქმით, პალტოში საკმარისი ნივთები ეტევა, რათა მოგზაურმა რამდენიმე დღე გაატაროს. ამასთან, აღარც იმაზე ინერვიულებს, რომ შესაძლოა, ბარგში ჩაბარებული ჩემოდანი დაკარგოს, ან თვითმფრინავში ატანისას, დამატებითი თანხა გადაიხადოს.