შაკიკს პლასტირით უმკურნალებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კომპანია Theranica-ის მიერ შექმნილი პლასტირი - Theranica, სმარტფონის მეშვეობით კონტროლდება და შაკიკის დროს, ტკივილის სიმწვავეს ამცირებს. სისტემა შედგება პლასტირისგან, ელექტროდებისა და კომპიუტერული ჩიპისგან, რომელიც უსადენო არხით მობილურ მოწყობილობას უერთდება. სისტემა ახდენს ხელის კანქვეშ ნერვების სტიმულირებას, ბლოკავს ტკივილის სიგნალებს და არ აძლევს ტვინამდე მიღწევის საშუალებას. სისტემა უკვე გამოსცადეს მოხალისეებზე.

71 ადამიანს, რომელთაც ეპიზოდური შაკიკი (2-3 შეტევა თვეში) ჰქონდათ, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში არ იღებდნენ თავის ტკივილის გამაყუჩებელ პრეპარატებს. მათ ნაწილს უბრალო პლასტირი მისცეს, ნაწილს კი - Nerivio Migra. ის ხელის მტევნის ზედა ნაწილში მაგრდება, როცა შაკიკის შეტევა იწყება. გამოყენების ხანგრძლივობა 20 წუთი იყო, თანაც მოხალისეებს მედიკამენტების მიღება ეკრძალებოდათ. შედეგად, აღმოჩნდა, რომ ნერვების სტიმულაციამ ტკივილის სიმწვავის 50%-ით შემცირება შეძლო პაციენტთა 64%-ში, 58%-ში კი ტკივილი საერთოდ გაქრა.