მამაკაცი საათნახევრით გარდაიცვალა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავსტრალიაში მცხოვრებმა მამაკაცმა 90-წუთიანი კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, რის შემდეგაც, მისი გული კვლავ ამუშავდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მამაკაცი, ცოლთან ერთად, ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში, სანაპირო სახლში ისვენებდა. ღამით მეუღლე მისმა ხვრინვამ გააღვიძა, თუმცა მერე დააკვირდა, რომ სუნთქვის მკვეთრი ხმა აღარ მეორდებოდა. ის ქმრის გაღვიძებას შეეცადა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მას გული გაუჩერდა და სასწრაფო გამოიძახა.

მედიკოსები 90 წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ გულის ამუშავებას, მერე კი ცოლს განუცხადეს, რომ მისი ქმარი გარდაიცვალა. საბედნიეროდ, მალევე მამაკაცის გული კვლავ ამუშავდა და ავსტრალიელი ამქვეყნად დაბრუნდა. გაოცებული მედიკოსებისთვის აუხსნელია, რა მოხდა და ამ ფაქტს სასწაულს მიაწერენ.