არაყი კანაფით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კალიფორნიული კომპანია Humboldt Distillery, არაყს კანაფის არომატით ჰყიდის. ალკოჰოლური სასმელის ახალი სახეობა ნარკოტიკულ ნივთიერებას ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს, რადგან მწარმოებლებს არ უნდოდათ შტატის კანონების დარღვევა. ამის მიუხედავად, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, არაყს „მარიხუანას“ არომატი მშვენივრად ეტყობა. „ბოლო დროს, არაყი ძალიან პოპულარული გახდა. გვთხოვდნენ, რომ ის „განსაკუთრებული“ გემოთი გამოგვეშვა. ჩვენ მომხმარებლის სურვილი შევასრულეთ ისე, რომ კანონი არ დაგვირღვევია“, - აცხადებს ფირმის მფლობელი.