დღეს "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრას გამართავს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრის მიზანი "მთავარი არხის" დამფუძნებლის უსამართლო პატიმრობის შესაწყვეტად გაერთიანებაა.

მოძრაობის წევრებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებენ, რათა ერთობლივად - მაქსიმალური წნეხი განახორციელონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე და აიძულონ ისინი უმოკლეს ვადაში გაათავისუფლონ ნიკა გვარამია.

"ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს ბრძოლის, ამ ეტაპის ერთ-ერთი ნაწილი არის ის, რომ ჩვენ ვაპირებთ კოორდინაციაში ვიყოთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან. ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ წნეხი, როგორც შიდა, ასევე, საგარეო წნეხი იმ ადამიანებზე, რომლებსაც ძალუძთ დღეს მიიღონ გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას გათავისუფლების თაობაზე", - თქვა ბაჩანა შენგელიამ.