გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას! დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება - ბიძინა ივანიშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. მილოცვის ტექსტს „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

„გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას! 4:1 - ერთა ლიგაზე, ჩეხეთის ნაკრებთან მიღწეული ამ დამაჯერებელი გამარჯვებით, ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ, უზომოდ გაგვახარა თითოეული ქართველი გულშემატკივარი!

ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ აშკარა იყო, რომ ქართული ფეხბურთისთვის ახალი, განსაკუთრებული ეპოქა დაიწყო, რაც გუშინდელი თამაშით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ვულოცავ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მებრძოლი, ერთ მუშტად შეკრული და საამაყო გუნდის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა!

დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება! ბიძინა ივანიშვილი“, - აღნიშნულია მილოცვაში.