ზბიგნევ რაუ ილია დარჩიაშვილს შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. აუდიენციის შემდეგ მინისტრებმა მედიისთვის განცხადება გააკეთეს. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მის გაღრმავებაზე.

"საუბრისას ჩვენ აქცენტები გავაკეთეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რა საკითხიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ვისაუბრეთ, თუ როგორ მოვახდინოთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა და მობილიზება ამ მიმართულებით", - თქვა დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის თქმით, ასევე ისაუბრეს ოკუპაციაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს და ამ მიმართულებით პოლონეთის ძლიერ მხარდაჭერაზე.

"ჩვენ შევეხეთ რა თქმა უნდა უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მე გავუზიარე ბატონ რაუს ის გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა უკრაინის მხარდასაჭერად", - თქვა დარჩიაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში ზბიგნევ რაუ შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.