პრემიერ-მინისტრს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ უმასპინძლა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ
შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაური ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მთავრობის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

მეუფე თეოდორემ ხელისუფლების წარმომადგენლებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და პრემიერ-მინისტრს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.