რა დაგიჯდებათ მტკვარზე გასეირნება - რეპორტაჟი ბორანიდან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისტორიული, კულტურული, გასტრონომიული, თუ სხვა მრავალფეროვნების ფონზე, ძველი თბილისი ტურისტებს განსაცვიფრებელი პეიზაჟებით ხიბლავს. ალბათ, ქალაქის გულში ყველას შეგინიშნავთ ტურისტების ჯგუფი, ფეხით მიმავალი ანმდინარე მტკვარზე ნავით მოსეირნე. რამდენიმე დღის წინ, მსგავს სიტუაციაში მეც შემომხვდნენ და მოულოდნელად დავფიქრდი, თუ როგორი დასამახსოვრებელი წუთები იყო მათთვის და რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამას ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ გადავწყვიტე, ერთ დღეს ტურისტივით მეც დავმტკბარიყავი ბორანიდან თბილისის პეიზაჟებით და მენახა რამდენად სასიამოვნოა იქ დროის გატარება და როგორი კმაყოფილები ბრუნდებიან ტურისტები მსგავსი ტურებიდან.

გასასეირნებლად ივნისის მზიანი დღე შევარჩიე და თან ჩემი მეგობარი გავიყოლე. ქალაქის ყველაზე ტურისტულ ლოკაციაზე,  რიყის პარკიდან მეტეხის ხიდზეგადავედით, გზად ტურისტებიც გვხვდებოდნენ, აშკარად, სიცხისგან ძალიანშეწუხებულები იყვნენ, თუმცა, მაინც მხიარულად გამოიყურებოდნენ. მოგეხსენებათ, მეტეხის ხიდიდან დანახული თბილისის ხედი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენსქალაქში და მიუხედავად ასეთი ცხელი ამინდისა, რამდენიმე წუთი ჩვენცვტკბებოდით მისი სილამაზით. პარალელურად, ხიდიდან ვეძებდით ბორანს ანკატერს, რომლითაც მტკვარზე გავისეირნებდით. სიცხემ მალევე მოგვთენთა დაგადავწყვიტეთ თვალთახედვის უახლოეს არეალში, ტურისტებისთვის ერთ-ერთყველაზე მარტივად აღმოსაჩენი ობიექტისკენ წავსულიყავით, რომელიც მეტეხისქვეშ, აბანოების მოპირდაპირედ მდებარეობდა.

მისვლისთანავე, შესასვლელში მომღიმარი გოგონა შემოგვეგება და გვკითხა, ბორანის ტურით სარგებლობა გვსურდა თუ უბრალოდ კაფეში დაჯდომა. ავუხსენით, რომ მტკვარზე გასეირნება გვინდოდა და ფასი გამოვკითხეთ, როგორც გვითხრა, ერთი ადამიანის საფასური 30 ლარია. გოგონას მივეცით 60 ლარი და კაფისტერიტორიაზე შეგვიპატიჟა. სასმელები, კერძოდ, ღვინო, ჩაი და ყავა საფასურშიშედის და უფასოდ დაგემოვნება შეგვეძლო. თუმცა, ისე ცხელოდა ამ სამიდანარცერთი ვარიანტი არ გვხიბლავდა. წვენი მოვითხოვეთ, მაგრამ საფასურში ეს არშედიოდა, დამატებით უნდა გადაგვეხადა. სამწუხაროდ, კაფეში არც კერძებს არამზადებდნენ. ვიფიქრე, სანამ სიტუაციას თვალს შევავლებდი ლობიანს ან ხაჭაპურსდავაგემოვნებდით. გოგონამ ღიმილით გვითხრა, რომ ამჟამად კერძები არ ჰქონდათ, თუმცა, მალე დამატებას აპირებენ და მომავალში კიდევ გვესტუმრეთო. ჩვენ იქვე, კაფის ღია ტერასაზე დავსხედით. გარშემო სისუფთავე იყო, მაგრამ აშკარად იმფონზე, რომ ასეთ ტურისტულ ლოკაციაზე ვიმყოფებოდით, ბევრად უკეთესი რემონტიუნდა ყოფილიყო. კაფე საკმაოდ პატარა იყო, შიგნით გადახურულ ბარშიდაახლოებით 4-5 (4კაციანი) მაგიდა იდგა. გარეთ კი ეზოს მაგიდა სკამები, სწორედამ გარე ვერანდის მოაჯირზე ამაგრებდნენ ბორანსაც, რომ დინებას არ წაეღო. ცოტახანში შემოგვთავაზეს ბორანით გასეირნება, თუმცა, ტურისტები ჯერ არ ჩანდნენ. გადავწყვიტე, არ დამემალა, რომ ჟურნალისტი ვარ. ავუხსენი, რომ ტურისტებთანერთად მინდოდა მტკვარზე გასეირნება, რათა მათი განწყობა მკითხველისთვისგამეზიარებინა. სიტყვა ჟურნალისტის გაგონებაზე გოგონამ ეგრევე მომიგო, მენეჯერს უნდა გაესაუბროთო და მის დასაძახებლად წავიდა. ორ წუთში, ჩვენკენსაშუალო ასაკის, სათვალიანი, მუქ ფერებში ჩაცმული მამაკაცი, სერიოზულიგამომეტყველებით  გამოემართა, დამაკვირდა და მომმართა:

_თქვენი სახელი?

_ია.

_ია, როგორც მითხრეს, ჟურნალისტი ბრძანდებით, რომელი ტელევიზიიდან ხართ დარა გაინტერესებთ?

_ტელევიზიიდან არა, გაზეთ „ვერსიის“ ჟურნალისტი გახლავართ და მსურსრეპორტაჟის დაწერა. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენს ბორანზე და კაფეში რომგვიმასპინძლოთ.

_წამობრძანდით, გარეთ ცხელა, შიგნით უფრო დეტალურად გავიაროთ.

კაცმა, ღიმილიანი სახით, ხელში ყვავილები გამომიწოდა, რომელიც სავარაუდოდიქვე მინდორში იყო დაკრეფილი. მადლობა გადავუხადე, კაფის შიდა სივრცეშიშემიპატიჟა და საუბარი განვაგრძეთ.

_უფრო დეტალურად, რომ ამიხსნათ, რა გაინტერესებთ?

_როგორც გითხარით, რეპორტაჟი მინდა დავწერო, ტურისტებთან ერთად მსურსბორანით გასეირნება, რადგან მკითხველს მათი განწყობა გავუზიარო, ასევე, დავათვალიერო ხედები და მოვყვე, როგორი გამოცდილებაა მტკვარზე ბორანითგასეირნება.

_ტურისტებთან რა კითხვები გაქვთ, თუ შეიძლება წინასწარ რომ შევათანხმოთ, მათიგაღიზიანება რომ არ გამოვიწვიოთ.

_ტურისტებთან კითხვები თითქმის არ მაქვს, შორიდან მინდა დავაკვირდე მათგანწყობას.

_ძალიან კარგი, კიდევ რაიმეს დაზუსტება გნებავთ?

_არა, გასეირნების საფასური უკვე გადავიხადეთ.

_აჰჰ, გასაგებია, მაშინ ნაყინზე დაგპატიჟებთ.

მამაკაცი წამოდგა, სასიამოვნო დროის გატარება მისურვა და კაფეში მომუშავეგოგონასკენ გაემართა. ჩემი მეგობარიც შემომიერთდა და ორ წუთში, ორი ნაყინიმოგვართვეს. ხელის დასაბანად საპირფარეშოში შევედით. შიგნით სისუფთავე იყო, თუმცა, საკმაოდ პატარა, არაკომფორტული და მოძველებული.

სანამ ნაყინს მივირთმევდით, კაფეში მენეჯერი და მისი დამხმარე 3 ბიჭისაქმიანობდნენ, რაღაცებზე საუბრობდნენ, სამუშაო დეტალებს აგვარებდნენ. უცებ, ერთ-ერთმა დაიძახა, 20 კაციანი ჯგუფი მოვიდაო. მალევე კაფეში, უამრავმატურსტმა მოიყარა თავი, ზოგი სასმელს უკვეთავდა, ზოგი საპირფარეშოს რიგშიჩადგა. ქალების უმეტესობა ჩადრში იყო გამოწყობილი. ერთმანეთში იშვიათადრაღაცებს საუბრობდნენ. სახეზე ზოგს კმაყოფილება და ღიმილი ემჩნეოდა, ზოგსდაღლა და გაურკვეველი ემოცია.

მენეჯერმა, მოსული ტურისტები მალევე ჯგუფებად გადაანაწილა, ჯერ ერთი გაუშვა, როგორც მივხვდით, კაფეს ბევრი ბორანი და კატერი არ ემსახურებოდა, ან ხშირადდაკავებული იყო, რადგან იქ ლოდინის მანძილზე სანამ ერთი ბორანი არჩაატარებდა ტურს, მეორე არ ჩანდა. 20 კაციანი ჯგუფი სამი რეისით გაისტუმრეს დარატომღაც ჩვენ არცერთში არ მოგვათავსეს. მენეჯერს ორჯერ მივმართეთ, რომამდენი დრო არ გვქონდა და როგორმე მალე გავეშვით. მისი თქმით, აღნიშნულიჯგუფის წევრებს უცხო პირებთან ერთად გასეირნება არ სურდათ და პრივატულიტურით ისარგებლეს.

ამასობაში ძალიან დავიღალეთ, დაგვცხა და მტკვარზე გასეირნების სურვილიცგვეკარგებოდა. კვლავ ვერანდაზე გამოვედით, მენეჯრმა ცივი ფორთოხლის წვენიმოგვართვა და მოგვიბოდიშა. როგორც იტყვიან, უსაშველო სიცხე იყო, ჩვენ კიველოდით როდის გამოჩნდებოდნენ ისეთი ტურისტები, რომლებიც ჩვენთან ერთადგასეირნებას ისურვებდნენ.  ვერანდაზე რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა კაციიყო, შიგადაშიგ ინტერესით გვაკვირდებოდნენ. ერთ-ერთი ჩემი მეგობრისსილამაზითაც მოიხიბლა,  მოვიდა და სოციალურ ქსელში დამეგობრება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო, თუმცა, ბევრი ლაპარაკი არ გაუგრძელებია. თავისი საქმეგანაგრძო და სასიამოვნო დროის გატარება გვისურვა.  გვირჩია, გვერდითჩასასვლელ გვირაბში გაგვესეირნა, სადაც ფოტოები იყო გამოფენილი. გადავწყვიტე, იქაურობისთვის თვალი შემევლო, სამი კიბით დაბლა, გამოქვაბულივით გვირაბშიამოვყავი თავი, ცოტა საშიშიც კი იყო, მდ. მტკვარი შიგნითაც შედიოდა.  ხის ფიცრებირკინის მოაჯირით იყო დამაგრებული. რამდენიმე ნაბიჯი ფატქტობრივად წყლისზემოდან უნდა გამევლო. გვირაბში ხმელეთს, რომ შევეხე ცოტა შიში შემიმსუბუქდა, მაგრამ მაინც დაძაბული ვიყავი. ზოგადად მსგავსი გამოქვაბულების და გვირაბებისარ მეშინია, თუმცა, ეს არც ისე კარგ მდგომარეობაში იყო, არადა ტურიზმზეგათვლილია. საკმაოდ დიდი მანძილი ჩანდა გასავლელი, როგორც თვალი მოვკარი, მიწისქვეშა გვირაბიდან გზის მეორე მხარეს შევძლებდი ამოსვლას. იქვე დადგმულბანერებზე სხვადასხვა ფოტოები იყო გამოფენილი. გვირაბიდან მალევეგამოვბრუნდი, რადგან ჩემთვის  არასასიამოვნო გარემო დამხვდა.

დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ტურისტები გამოჩნდნენ, თურქიახალგაზრდა ცოლ-ქმარი პატარა ვაჟით და ორი არაბი მამაკაცი.  ჩვენც მათთანერთად შეგვიყვანეს ბორანზე. როგორც საუბარს ყური მოვკარით, ბავშვიან ოჯახს 200 ლარი გადააახდევინეს.

ბორანი დაიძრა, კაპიტანი შუა ხნის მამაკაცი, მოგვესალმა გაგვეცნო და მტკვარსგავუყევით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელოდა,  დინებიდან წამოსული ნიავიშვებასავით იყო ჩვენთვის. ულამაზესი ხედები იშლებოდა თბილისზე. ბორანი, უცხოური პოპულარული სიმღერების ფონზე, ფრთხილად მიგვასეირნებდა.

ტურისტები ერთმანეთს ფოტოებს უღებდნენ, ეტყობოდათ ძალიან მოსწონდათთბილისი, თუმცა, ემოციებს დიდად არ გამოხატავდნენ, გამონაკლისი მხოლოდქალბატონი იყო. მომღიმარი სახით აკვირდებოდა ყველაფერს, ქმარ-შვილსუთითებდა ღირშესანიშნაობებისკენ გაეხედათ. ერთმანეთშიც თითქმის არსაუბრობდნენ. მათი ყურადღება განსაკუთრებით აქციამ მიიპყრო, რომელიცმშვიდობის ხიდთან ახლოს მიმდინარეობდა. ერთამენთს ეკითხებოდნენ ნეტა რახდებაო. კაპიტანსაც ჰკითხეს, თუმცა, არც მან იცოდა.

 

ბორანმა იუსტიციის სახლამდე ჩაგვიყვანა და მოტრიალდა, ამასობაში კაპიტანიგამოგველაპრაკა.

_უცნაურია, ქართველები ხართ?

_დიახ, ქართველები იშვიათად სტუმრობენ ბორანს?

_კი, ძალიან იშვიათად, თქვენ გაიხარეთ, ძალიან მესიამოვნა ქართველის დანახვა.

_ყველაზე ხშირად, რომელი ეროვნების წარმომადგენლები ყიდულობენ ბორანისტურს?

_არაბები, ბევრია იაპონელი და ჩინელიც. ყველაზე მეტ ფულს თბილისში არაბებიხარჯავენ. ადრე უფრო მეტი ჩამოდიოდა, აქვე ერთი რესტორანია, ატყავებდნენიმდენ ფულს ახდევინებდნენ და არა მარტო მანდ, სხვა ბარებშიც. გავიგე, მაგათმამინისტრმაც კი თქვა საქართველოში არ ჩახვიდეთო, ისე გაბრაზებულები ყოფილანამის გამო.

_სამწუხაროა, შთაბეჭდილებებს თუ გიზიარებენ, რას ატყობთ, კმაყოფილები არიანხოლმე თბილისში მოგზაურობით?

_უცნაური ხალხია, ემოციებს თითქმის არასდროს გამოხატავენ, მაგრამ აშკარადმოსწონთ ჩვენი ისტორია, კერძები და სილამაზე. უკმაყოფილოები ძირითადადსიძვირის გამო არიან.

_ბორანით საღამოს საათებშიც სეირნობენ?

_ადრე გვაინობამდე გვქონდა ტურები, მერე მეტეხის ქვეშ ფერადი განათებაგამორთეს და სამწუხაროდ ვეღარ ვახერხებთ სიბნელეში ხშირად გადაადგილებას. ძალიან ლამაზიც იყო ეს განათება და ხელსაც გვიწყობდა. მერიას მივმართეთ, თუმცა, რეაგირება არ მოჰყოლია. ასე რატომ იქცევიან არ ვიცი.

ამასობაში ჩვენი ტური დასასრულს უახლოვდებოდა, კაპიტანმა გეზი მეტეხის კლდისქვეშ აიღო და ხეებთან ახლოს მიგვიყვანა, სადაც თოლიები და სხვა წითელ წიგნშიშესული მყვინთავი ფრინველები ისხდნენ. ახლოდან დაგვათვალიერებინა დაშთამბეჭდავი სანახავიც იყო, ტურისტებიც ინტერესით წამოიწივნენ, ფოტოებსუღებდნენ და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას ცდილობდნენ, რადგან ბორანისკაპიტანმა ინგლისური არ იცოდა, თან არც გიდი გვახლდა.

ფრინველებით სავსე ხეებს რომ გამოვცდით, ცოტა მანძილი გავიარეთ და ჩვენიტურიც დასრულდა. ჯამში 15 წუთამდე ვისეირნეთ. ყველას გვეტყობოდა, რომ დროძალიან სწრაფად გავიდა და ბოლომდე ვერ დავტკბით სანახაობით. ერთ-ერთმატურსტმა იკითხა კიდეც, სულ ეს იყოო?

ბორანი სადგურთან გააჩერეს და გადმოგვიყვანეს. ტურისტები თავიანთ გზასგაუდგნენ, ჩვენ მენეჯერი და მისი დამხმარე პერსონალი შემოგვეგება, გვკითხესროგორ ვისიამოვნეთ ტურით და დაგვემშვიდობნენ.

ნამდვილად, სასიამოვნოა მტკვარზე გასეირნება, თუმცა, ტურისტი რომვყოფილიყავი, მაინც უკმაყოფილო დავრჩებოდი. როგორც ჩანს, ბევრად მეტ თანხასიხდიან ვიდრე ქართველები და 10-15 წუთი ძალიან ცოტა დროა ამ ყველაფერისთვის.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი