გამკაცრდება თუ არა კონტროლი ქუჩის მხატვრობაზე და როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქუჩის მხატვრობა ძალიან ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორისაა საქართველოც. დედაქალაქის ქუჩებში ხშირად ვხვდებით კედლებზე, ძეგლებზე, ვიტრინებზე, შენობებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე დაწერილ უწმაწურ სიტყვებსა და სიმბოლოებს.

ქუჩის მხატვრობასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად იყოფა. ზოგი ვანდალიზმს უწოდებს, ზოგი კი ხელოვნებას. ევროპის ქვეყნებში კედლებზე დაწერილი უწმაწური სიტყვები, ფრაზები და სიმბოლოები არ გვხვდება, რადგან ქუჩის მხატვრობა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიზნად ისახავს ძველი, დანგრეული შენობების გალამაზებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისჯება კანონით.

საქართველოშიც გვხვდება ნახატები, რომლებიც არ ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და მათზე გაცემულია ნებართვა შენობა-ნაგებობის მფლობელის ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ. მაგრამ ქუჩის თვითნებური მოხატვა, საქართველოს კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით, ფასდება, როგორც ვანდალიზმი და ჯარიმდება 1000 ლარით.ნახატები, რომლებზეც გაცემულია ნებართვა:

  

„ვერსიამ“ გადაიღო დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში მდებარე მოხატული კედლები, მათ შორის რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, მარჯანიშვილის რამდენიმე ქუჩა და ძველი თბილისი. გთავაზობთ ფოტოებს:

რუსთაველის გამზირი:

     

თავისუფლების მოედანი:

  

  

 ძველი თბილისის ტერიტორია:

  

 

  მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია. უზნაძისა და აბაშიძის ქუჩები:

  

 

 „ვერსია“ დაუკავშირდა თბილისის მერიას, რომლის თქმითაც, კანონი მოქმედებს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, მაინც იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ:

კანონი მოქმედებს, ადამიანის იდენტიფიცირება ხდება მაშინ, როდესაც ჩანს ვიდეოკამერებში და ჯარიმდება 1000 ლარით, მაგრამ თუ მოქალაქე არც ჩანაწერებში ჩანს და არც ფაქტის თვითმხილველი გვყავს, მაშინ მისი პოვნა რთულია.- აცხადებს თბილისის მერია

პრობლემა იმ პირების იდენტიფიცირებაა, ვისაც კამერები ვერ აფიქსირებენ. მერიის თქმით, ამ საკითხზე ხალხისგან შედის საჩივრები და იწყება გამოძიება. ვისგან შედის უმეტესად საჩივრები დაზიანებული ადგილების შესახებ, რამდენი ადამიანის დაჯარიმება ხერხდება და იხდიან თუ არა ეს ადამიანები ჯარიმებს, ამაზე თბილისის მერიას პასუხი არ ჰქონდა და გადაგვამისამართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელმაც ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა.

მიუხედავად იმისა, რომ ვანდალიზმის ფაქტებს ვხვდებით მთელ დედაქალაქში და ნელ-ნელა კედლებს წარწერები ემატება, კონტროლის გამკაცრება არ იგეგმება და თბილისის მერია ამ საკითხს არ განიხილავს:

„კანონი, რომელიც ახლა მოქმედებს ისედაც არაა ლმობიერი და არც 1000 ლარია ცოტა“ - აღნიშნეს ჩვენთან ინტერვიუში.

კითხვაზე იგეგმება თუ არა დაზიანებული კულტურული ძეგლებისა და ქუჩების რეაბილიტაცია, მერიამ გვიპასუხა, რომ ამ პრობლემას მარტო ვერ მოაგვარებს და ადამიანების ჩართულობაა საჭირო, რადგან იცოდნენ, თუ სადაა დაზიანებული ადგილები. ქალაქის ქუჩებს მერია თავად არ ამოწმებს. მოქალაქეებს აპლიკაცია „ფიქს თბილისის“ საშუალებით შეუძლიათ გადაუღონ ფოტო თბილისის მასშტაბით დაზიანებულ ადგილებს, მიუთითონ მისამართი და კატეგორია. ეს ინფორმაცია ეგზავნება მერიას, რომელიც ზრუნავს მათ რეაბილიტაციაზე. „ფიქს თბილისი“ ახალი შექმნილი აპლიკაციაა და მერიის თქმით, ისინი უყურადღებოდ არ ტოვებენ მოსახლეობის გაგზავნილ ინფორმაციებს.

ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ. „ფიქს თბილისი“, დახმარებით უფრო მარტივია დაზიანებული ადგილების მოძებნა. ამ აპლიკაციის გადმოწერა შეუძლი ყველა მოქალაქეს, რომლებსაც აქვთ საშუალება აპლიკაციაში განათავსონ თბილისში მდებარე დაზიანებული ადგილების ფოტოები. ეს ყველაფერი ეგზავნება მერიას, რომელ აუცილებლად რეაგირებს აღნიშნულ ფაქტებზე. რეაბილიტაციის დასრულებისას, მოქალაქე, რომელმაც განათავსა ფოტო, იღებს ინფორმაციას. - აცხადებს თბილისის მერია.

ასე გამოიყურება „ფიქს თბილისის“ აპლიკაცია, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ ინფორმაცია:

საკითხი ისევ პრობლემად რჩება, რადგან ამ ეტაპზე მისი გადაჭრის გზები არ განიხილება. ადამიანების იდენტიფიცირება რთულია და შენობა-ნაგებობების მსგავსი დაზიანებისგან დაცვის ალტერნატიული გზები ჯერჯერობით არ არსებობს.

P.S თბილისი ჩვენი ქალაქია, მისი დაზიანება ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა. ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ. თუ სადმე დაინახავთ მსგავსი ტიპის დაზიანებას, აუცილებლად მიმართეთ თბილისის მერიას.

ავტორი: მარიამ ჯიღაურიშვილი