წყნეთის გზატკეცილზე საგზაო-სატრანსპორტო სამუშაოები მიმდინარეობს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წყნეთის გზატკეცილზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო-სატრანსპორტო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების მიზნით, გაფართოვდება ტროტუარი, მოეწყობა „ზებრა“ გადასასვლელი და ავტობუსის გაჩერება. ასევე, ტერიტორია შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირდება.
სამუშაო პროცესს ადგილზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გაეცნო.
„ამ მონაკვეთზე ხშირად იქმნებოდა საავარიო სიტუაციები. ამიტომ, გადავწყვიტეთ აქ მდებარე თარგების გადაკეთება. მთლიანად შეიცვლება გარე განათების ქსელი, ჰაერში გადაჭიმული ელექტროხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. ტერიტორიის მოწესრიგებისთვის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, მილიონი ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სააგენტოს უფროსი ვიქტორი წილოსანი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იმყოფებოდნენ.