ვინ ისარგებლებს შეღავათით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს - გაარკვიეთ, ხართ თუ არა საშეღავათო კატეგორიაში

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: მაკა რუხაძე

 ასაკით პენსიონერები, ვეტერანები, პედაგოგები, ექიმები, პოლიციელები, სოციალურად დაუცველები საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისევ შეღავათებით იმგზავრებენ!

დღეიდან, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, მგზავრობის ერთიანი, სააბონენტო სისტემა ამოქმედდა. თუმცა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც დღემდე, თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს შეღავათებით სარგებლობდნენ, მგზავრობის ახალი აბონემენტის შეძენა არ დასჭირდება.

 როგორც „ვერსიას“ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, მეტროთი და ავტოტრანსპორტით მგზავრობის შეღავათიანი საფასურით სარგებლობენ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიები. კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული პირები.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი) მგზავრობის შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ მუნიციპალური პოლიკლინიკების ექიმები, მასწავლებლები, მანდატურები, ასაკით პენსიონერები, სოციალური აგენტები, სოციალურად დაუცველი პირები, 9 აპრილს დაზარალებულები, საბავშვო ბაღის მასწავლებლები, დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომლები, ეპიდემიოლოგები, ვეტერანები, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უბნის ინსპექტორები, „თბილსერვისის“ თანამშრომლები, სოციალური მზრუნველობის სააგენტოს თანამშრომლები, შშმ პირები.