ყველაზე ძვირი და იაფი ქალაქები დაასახელეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ექსპერტებმა სინგაპური მსოფლიოში ყველაზე ძვირ ქალაქად დაასახელეს. ყოველწლიურ რეიტინგს - Worldwide Cost of Living Report-ის ჟურნალი The Economist ადგენს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ეს ქალაქი-სახელმწიფო ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიის სათავეში უკვე მეცხრედ მოხვდა. ლიდერის პოზიცია სინგაპურმა შვეიცარიულ ციურიხთან გაიყო. მეორე ადგილზე კვლავ ჟენევა და ნიუ-იორკი არიან. შემდეგ მოდიან ჰონგ-კონგი, ლოს-ანჯელესი, პარიზი, კოპენჰაგენი, თელ-ავივი და სან-ფრანცისკო. ყველაზე იაფი ქალაქების რეიტინგში კი ლიდერი ინდური ჩენაია, რომელიც ამ საფეხურზე ბუენოს-აირესთან ერთად აღმოჩნდა. შემდეგ მოდიან ნიგერიის დედაქალაქი ლაგოსი, ინდური აჰმადაბადი, ზამბიის დედაქალაქი ლუსაკა, ტუნისი, ტაშკენტი, პაკისტანური ყარაჩი, ტრიპოლი, თეირანი და დამასკო.