წლის ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროკომისიის მეთაური ურსულა ფონ დერ ლაიენი, 2023 წელს, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალად დასახელდა. ყოველწლიურ რეიტინგს გამოცემა „ფორბსი“ ადგენს. გავლენიანი ქალების სიაში მეორე ადგილს ევროპის ცენტრალური ბანკის მეთაური კრისტინ ლაგარდი იკავებს, მესამეზე - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისია. ყველაზე გავლენიანთა ხუთეულში მოხვდნენ, ასევე, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი „თაიმმა“ წლის ადამიანად დაასახელა.