„ნაციონალური მოძრაობის“ თეორიული დაბრუნება ნიშნავს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასრულებას - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ნაციონალური მოძრაობის“ თეორიული დაბრუნება ნიშნავს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასრულებას, ეს არის ყველაზე ანტიევროპული პოლიტიკური ძალა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ იქ დამთავრდება ევროპული პერსპექტივა, სადაც დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ და ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს.

 

 

„ისინი ამბობენ, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი განშტოება, სულ ერთია, რომელს მისცემთ ხმას, მაგრამ ამ „ნცმოძრაობის“ ოთხი განშტოებიდან ერთ-ერთს უნდა მისცეთ ხმა. ეს მესიჯი რომ გავაგრძელოთ, „ნაცმოძრაობა“ თუ არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ისე ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ აქვს. საბოლოოდ, ამ მესიჯამდე მიდიან. ანუ, უნდა დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ქვეყანას ჰქონდეს ევროპული პერსპექტივა. ამით როგორ შეიძლება საზოგადოება მოატყუო? საზოგადოებამ ხომ იცის, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ თეორიული დაბრუნება ნიშნავს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასრულებას. ეს არის ყველაზე ანტიევროპული პოლიტიკური ძალა. როცა ცდილობენ, ასეთი სიცრუე მიჰყიდონ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ძალიან გამოცდილია ამ 35 წლის განმავლობაში, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა, ახლა სურთ, ასეთი სიცრუე მიჰყიდონ, რომ თუ არ დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას არ ექნება ევროპული პერსპექტივა. სწორედ იქ დამთავრდება ევროპული პერსპექტივა, სადაც დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ და ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს და ჩვენ დავეხმარებით ქართულ საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთებაში“, - განაცხადა პრემიერმა.