საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის ბოლო სხდომა 17 სექტემბერს გაიმართება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის ბოლო სხდომა 17 სექტემბერს გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დღის წესრიგში მხოლოდ ორი საკითხია.

„კოლეგებო, მიმდინარე კვირის დღის წესრიგის საკითხები ამოვწურეთ. მომავალი კვირისთვის, ორშაბათს, ბიურო არ გვექნება, ვინაიდან საკითხები არ არის. თუკი რაიმე საჭიროება იქნება, ბიუროს წევრებს, შესაბამისად, ვაცნობებ.

სხვა მხრივ, ჩვენ უკვე შემდეგ ერთი კვირის თავზე გვექნება პლენარული სხდომა. პლენარულ სხდომაზე, გვექნება მხოლოდ ორი კანონი განსახილველი, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ და „ამნისტიის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით. ეს ორი საკითხია ჯერჯერობით, რაც ჩანს, შესაბამისად, ჩვენ ერთი დღე დაგვჭირდება, 17 სექტემბერი, პლენარული სხდომისთვის და ამით დავასრულებთ მუშაობას“, - აღნიშნა მან.