მარგო რობი ყველაზე „ცხელი“ ქალია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჟურნალმა Maxim Australia, თავისი ყოველწლიური რეიტინგი - Hot-100 გამოაქვეყნა. წელს, ამ სიას სათავეში ჩაუდგა პოპულარული ჰოლივუდელი მსახიობი, მარგო რობი. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკვე ზედიზედ მეორედ და რეკორდულ მეოთხე ჯერზე, „ბარბის“ ბლოკბასტერში მთავარი როლის შემსრულებელი, მარგო რობი სათავეში უდგას ყველაზე „ცხელი“ ქალების რეიტინგს. სიაში მეორე ადგილი დაიკავა ფეხბურთის ვარსკვლავმა სემ კერმა, მესამე საფეხურზე კი მომღერალი, დელტა გუდრემია.