ცივი ჩაი ჯანმრთელობას ვნებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ცივი ჩაი, შესაძლოა, თირკმელებში კენჭების წარმოქმნის მიზეზი გახდეს, რადგან ის დიდი ოდენობით შეიცავს ოქსალატებს (მარილებსა და მჟაუნმჟავებს). სწავლულების თქმით, კენჭების წარმოქმნის რისკი ოთხჯერ უფრო მეტია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. ცნობილია, რომ რისკჯგუფში, ძირითადად, 40 წელს გადაცილებული კაცები შედიან, ასევე, სუსტი სქესის ის წარმომადგენლები, რომლებსაც ორგანიზმში ესტროგენის დაბალი დონე აქვთ, ან მენოპაუზის პერიოდში არიან, ანდა საკვერცხეები აქვთ ამოკვეთილი.

მედიკოსები გამაგრილებელი სასმელების მოყვარულებს ურჩევენ, ცივი ჩაის ნაცვლად, უპირატესობა წყალს მიანიჭონ, ანდა სახლში მომზადებული ლიმონათი მიირთვან. რეკომენდებულია ლიმონიანი წყალიც, რომელიც კენჭების წარმოქმნას უშლის ხელს, მასში არსებული ციტრატების წყალობით.