რეკორდი „იტალიურ კოცნაში“

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანიაში, გინესის ახალი რეკორდი დამყარდა „იტალიურ კოცნაში“. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ შეყვარებულებმა ერთი სპაგეტი უნდა შეჭამონ მანამდე, ვიდრე ერთმანეთს არ აკოცებენ. რეკორდის დასამყარებლად, ერთმა გერმანულმა რესტორანმა 930 ადამიანი (ანუ 465 წყვილი) ბერლინის აეროპორტის ანგარში (თვითმფრინავების ფარეხში) დაპატიჟა. რეკორდის დასაფიქსირებლად, წყვილს სპაგეტი 30 წამის განმავლობაში უნდა შეეჭამა და ერთმანეთისთვის ეკოცნათ. დათვლების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, რეკორდი ოფიციალურად დაფიქსირდა.