კოსმოსში მალე ქორწილებს გადაიხდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კომპანია Space Perspective-ის დამფუძნებელი, ჯეინ პოინტერი აცხადებს, რომ მისი კომპანია პირველი იქნება, რომელიც ადამიანებს კოსმოსში დაქორწინების შესაძლებლობას მისცემს. უკვე გვყავს რამდენიმე წყვილი, რომლებსაც სურთ, ამ საქმის პიონერები იყვნენ. ვნახოთ, ვინ დაასწრებს - აცხადებს ის. დიდი ალბათობით, ცერემონია კომპანიის ისტორიულ ხომალდზე Neptune გაიმართება.

„ყველა სხვა კოსმოსური ხომალდისგან, რომელთა ფრენის დროსაც ეკიპაჟის განყოფილება გამოეყოფა ერთი ფრენის სისტემიდან და გადადის სხვა ფრენის სისტემაში, ჩვენი აპარატის კაფსული დაცულია მთელი ფრენის განმავლობაში, აფრენიდან დაშვებამდე, რაც ქმნის შეუფერხებელი, უსაფრთხო და სასიამოვნო ფრენის გამოცდილებას“, - აცხადებს პიონტერი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანიამ Neptune-ის ასამუშავებლად ეკომეგობრული გამოსავალი მოძებნა: ხომალდს ენერგია მიეწოდება განახლებადი წყალბადის საშუალებით და არ ტოვებს ნახშირორჟანგს. ხომალდი აღჭურვილია სარეზერვო სისტემითაც - 4 პარაშუტით და საჭიროების შემთხვევაში, მის უსაფრთხო დაშვებას უზრუნველჰყოფს.