ბრიტანეთში სამი მშობლის პირველი ბავშვი დაიბადა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნისლიან ალბიონზე, სამი მშობლის დნმ-ის მატარებელი პირველი ბავშვი დაიბადა, რაც ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ნოვატორული პროცედურის შედეგად მოხერხდა. პროცედურა მემკვიდრეობითი უკურნებელი დაავადებების აღმოფხვრის მიზნით ჩატარდა. როგორც მედიკოსები ამბობენ, ჩვილს, როგორც წესი, დედისა და მამის დნმ აქვს, ასევე, მცირე რაოდენობით გენეტიკური მასალა - დაახლოებით, 37 გენი (სულ 0.2%) - დონორისგან ერგო. კვლევების, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ასეთი ბავშვის დაბადება, პირველად დიდ ბრიტანეთში, ნიუკასლის უნაყოფობის მკურნალობის ცენტრში ჩატარდა. ცნობილია, რომ ახალი მეთოდის გამოყენებით, სამი მშობლის დნმ-ის მქონე, სულ ცოტა, ხუთი ბავშვი დაიბადა. მსოფლიოში პირველი კი, 2016 წელს, მექსიკაში გაჩნდა. მისი მშობლები იორდანიიდან არიან და პროცედურას გენეტიკური დაავადების გამო მიმართეს, რომელიც შვილების ყოლის საშუალებას არ აძლევდათ.