ზედმეტ კილოგრამებს ბაქტერიები მოგაშორებთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულები კვლავ აგრძელებენ პრებიოტიკის ძებნას, რომელიც ზედმეტი კილოგრამების ლიკვიდაციას შეძლებს. მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ჭარბი წონის მოშორებაში ადამიანს ის ბაქტერიები დაეხმარებიან, რომლებიც ისედაც არსებობენ ორგანიზმში. ვანდეტრბილდტის უნვერსიტეტის სპეციალისტები კუჭში მდებარე ბაქტერიების რაოდენობის რეგულირებას გვთავაზობენ. კვლევა ლაბორატორიულ თაგვებზე მიმდინარეობდა. აღმოჩნდა, რომ ცხოველების ორგანიზმში სპეციალური ბაქტერიები ცხოვრობენ, რომლებიც აფერხებენ წონის მატებას, ამცირებენ ინსულინორეზისტენტულობას და სხვა არასასიამოვნო ეფექტებს, რაც ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას იწვევს. ახლა სწავლულებმა უნდა გადაწყვიტონ ნორმატიული საკითხები იმისთვის, რომ ზედმეტი წონის მოცილების მკურნალობის ახალი მეთოდიკა ადამიანებზე გამოსცადონ. საამისოდ სპეციალური საშუალებებზე მუშაობენ, რომლებიც პრებიოტიკურ ბაქტერიებს ჩაანაცვლებენ და რომელთა რაოდენობით მანიპულაციაც, კუჭში ზედმეტი კილოგრამების ლიკვიდაციას შეუწყობს ხელს.