ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული სტაფილოა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა სტაფილოს სუპერპროდუქტი უწოდეს. აღმოჩნდა, რომ ის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, მაკრო და მიკროელემენტებს. პლანეტის წამყვანი უნივრსიტეტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ეს უკვე დაამტკიცა. სწავლულები მიიჩნევენ, რომ მომავალში, შესაძლოა, ეს პროდუქტი უამრავი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენონ. ნივთიერებები, რომლებსაც სტაფილო შეიცავს, ადამიანის ორგანიზმზე სასიკეთო გავლენას ახდენენ. მის სტაფილოსფერ პიგმენტ კაროტინოიდში აღმოაჩინეს განსაკუთრებული გენები, რომლებიც ორგანიზმს სხვადასხვა ვირუსებისა და ბაქტერიებისადმი მდგრადს ხდიან. გარდა ამისა, მკვლევარები აცხადებენ, რომ პროდუქტის ხშირი მოხმარებისას, მკერდის კიბოს ზოგირთი სახეობის განვითარების რისკი 60%-ით მცირდება, რაც ბეტა-კაროტინის დამსახურებაა. თუმცა, სწავლულები იმასაც აღნიშნავენ, რომ სტაფილოს დიდი რაოდენობით, თანაც ხშირად მირთმევა კარგი არაა, რადგან ბევრი ბეტა-კაროტინი ნეგატიურ გავლენას ახდენს ორგანიზმზე.