გაყინული ლუდის სასტუმრო გაიხსნა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლონდონის ერთ-ერთმა „პაბმა“ სასტუმრო გახსნა, რომელის კედლებიც გაყინული ლუდისგანაა დამზადებული. კლიენტებს ქარვისფერ სასმელს ბოთლებით სთავაზობენ, ან ყინულის კედლის ალოკვის ნებას აძლევენ. ამ დაწესებულების შესაქმენლად ათას ლიტრზე მეტი გაყინული ლუდი დასჭირდათ. ლუდის სასტუმროში დროის კომფორტულად გასატარებლად სტუმრებს ქუდებს, შარფებს, ხელთათმანებსა და საძილე ტომრებს აძლევენ.  უჩვეულო ოტელის მესვეურნი ამბობენ, რომ უპირველეს ყოვლისა, სასტუმრო იმ კლიენტებზეა გათვლილი, რომლებიც გვიანობამდე შემორჩნენ და ტაქსის გამოძახების თავიც არ აქვთ. მათ თავისუფლად შეუძლიათ, ღამე ლუდის სასტუმროში გაათიონ.