ავსტრალიის ქალაქ პერტში სახლებს ხეებზე აშენებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეს არ ჰგავს ჩვეულებრივ მშენებლობას, თუმცა სწორედ ასე გამოიყურება ახალი საცხოვრებელი კვარტალი ავსტრალიის ქალაქ პერტში. 800 კვადრატული მეტრის ფართობზე ოთხი სახლია, ბეღელი და რაც მთავარია, 40 ხე დგას. ტყე ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანია. „არ გვჯერა, რომ მხოლოდ მისი გაჩეხვაა ერთადერთი გამოსავალი რაღაცის ასაშენებლად“, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები. სახლებს ხეებს შორის და თავად ხეებზეც აშენებენ. როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, შესაძლოა, მომავალში ეს სავალდებულოც კი გახდეს ყველა მშენებლისთვის. ახალი კანონის მიხედვით, რომელიც „მწვანე კონტინენტზე“ სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიის 15% მწვანე ზონას უნდა წარმოადგენდეს.