მოსწავლე პერანგზე წარწერისთვის სკოლიდან გააგდეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშში, მასაჩუსეტსის ერთ-ერთი სკოლის მეშვიდეკლასელი, ლიამ მორისონი სკოლიდან სახლში იმის გამო გაუშვეს, რომ მაისური ეცვა წარწერით: „არის მხოლოდ ორი სქესი“. ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ბიჭმა განაცხადა, რომ სკოლის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ახსნა, რატომ არის წარწერა მის მაისურზე ნორმალური.

მე არ ვჩივი, როდესაც ლგბტ-დროშებსა და პლაკატებს ვხედავ, ამით მთელი სკოლაა მოფენილი. ეს მათი გამოხატვის უფლებაა. ჩემი წარწერით ზიანს არავის ვაყენებ, ხოლო თუ ვინმეს გრძნობები ილახება, მათი გრძნობები ჩემს უფლებებზე მნიშვნელოვანი რატომ არის? მით უმეტეს, ჩემი მაისურის გამო პროტესტი არც ერთ მოსწავლეს ან მასწავლებელს გამოუთქვამს, - აცხადებს ლიამი. მოგვიანებით, მის მხარდასაჭერად, სკოლასთან მშვიდობიანი აქციაც გაიმართა.