მობეზრებულ ტატუს საცხი მოგაშორებთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წარუმატებელი, ან უბრალოდ, მობეზრებული ტატუს მოშორება შესაძლებელი იქნება საცხის საშუალებით. კანდელი სწავლულები გვპირდებიან, რომ ეს პროცესი უმტკივნეულო და არც ისე ძვირი იქნება. საცხმა უნდა იმოქმედოს კანქვეშ არსებულ ცხიმოვან უჯრედისზე, სადაც თავმოყრილია მაკროფაგები - ისინი შთანთქავენ ტატუს გაკეთებისას მღებავ პიგმენტებს. საცხი ააქტიურებს ახალ მაკროფაგებს, რომლებიც იწყებენ ძველების შთანთქმას, შემდეგ კი ლიმფურ კვანძებში გადაადგილდებიან და თან მიაქვთ საღებავი. ლაზერისგან განსხვავებით, მაკროფაგები მიზნობრივად უტევენ მხოლოდ იმ უჯრედებს, რომელიც საღებავ ნივთიერებებს შეიცავენ. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ მცირე ზომის ტატუს მოსაშორებლად საჭირო საცხის ღირებულება, დაახლოებით, 4 დოლარი იქნება. თუმცა, კანადელი სწავლულების განცხადებით, პროდუქტმა ჯერ კიდევ უნდა გაიაროს გამოცდა.