დონ კორლეონეს სასახლეს აუქციონზე გაყიდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დონ კორლეონეს სასახლე, რომელიც საკულტო ფილმ „ნათლიას“ მესამე ნაწილში გამოჩნდა, აუქციონზე გაიყიდება. ობიექტი, რომელიც XIX საუკუნეშია აშენებული, 6.6 მილიონ დოლარადაა შეფასებული. სასახლე კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ აჩირეალეში მდებარეობს. მის გარშემო ტერიტორია 0.4 ჰექტარია. სახლში 22 საძინებელი და ღვინის სარდაფია. თავდაპირველად, შენობა ადგილობრივმა ბარონმა აგოსტინომ, ხელოვნების ნიმუშების საკუთარი კოლექციისთვის, მუზეუმის რანგში ააშენა. მისი ოჯახის ხუთმა თაობამ იცხოვრა ამ სასახლეში. Sothby’s-ის მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელები შენობას მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ბაზად იყენებდნენ. ომის შემდეგ, სასახლეში ბარონის ოჯახი დაბრუნდა, სადაც შემოდგომით, რთველის დროს ცხოვრობდა. 70-იანი წლებიდან, ტერიტორიას კერძო წვეულებების, ცერემონიებისთვის აქირავებდნენ. ახლა, მსურველებს შეუძლიათ, სასახლის პატრონები გახდნენ და თავი ლეგენდარულ დონ კორლეონედ იგრძნონ, თუ სულ ცოტა, 6.6 მილიონ დოლარს გადაიხდიან.