პრინტერზე დაბეჭდილ მეჩეთს ააშენებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოში პირველი, სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდილი მეჩეთი დუბაიში აშენდება. „სი ენ ენ“-ის ცნობით, ნაგებობა 600 ადამიანზე იქნება გათვლილი. ორსართულიანი შენობის საერთო ფართი კი 2 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. მეჩეთის მშენებლობის დაწყება უკვე ამ წლის ბოლოს იგეგება და პროექტის მიხედვით, 2025 წელს დასრულდება. სამგანზომილებიანი ბეჭდვის დახმარებით, მშენებლობისთვის კონსტრუქციები დაიბეჭდება და მერე ფენებად აიწყობა.