ტოკიოში ბამბის ბარი გახსნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონიის დედაქალაქის ცენტრში ბარი გაიხსნა, რომელშიც მსურველს შეუძლია, თავი მრთველის როლში მოსინჯოს და ბამბის ქულისგან ძაფი დაამზადოს. დაწესებულებაში - Tokyo Cotton Village ყველა კლიენტს უფასოდ ეძლევა ბამბა და სართავიც. მას შეუძლია, იჯდეს კაფეში და რამდენიც უნდა,  სცადოს ძაფის დართვა, თან კოქტეილი ან ყავა მიირთვას. ოფისების უამრავი თანამშრომელი, კვირაში რამდენჯერმე შედის ამ დაწესებულებაში, რათა სამუშაოსგან დაისვენოს და ამ მედიტაციურ საქმიანობაში ჩაეფლოს. ბარის მფლობელმა რამდენიმე წლის წინ ფერმა იყიდა, სადაც ბამბა მოჰყავდათ, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ იაფ იმპორტს ვერ გაუმკლავდებოდა და საკუთარ პროდუქციას ვერ გაყიდდა. ამიტომ, მოიფიქრა, რომ ბამბა საკუთარ ბარში კლიენტების მისაზიდად გამოეყენებინა. ეს გათვლა სწორი აღმოჩნდა და მისი მოლოდინიც გამართლდა - დაწესებულებას კლიენტები არასდროს აკლია.