სენდვიჩები - ცისარტყელა ყველით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰონგ-კონგში მდებარე რესტორანი Kala Toast საკუთარ კლიენტებს გრილზე დამზადებულ სენდვიჩებს სთავაზობს, რომელშიც ყველია ცისარტყელას ფერებში. ამ სენდვიჩების დაგემოვნება მსურველს 5 დოლარად შეუძლია. მათი კაშკაშა შიგთავსი მომხმარებელში აღტაცებასა და გაოცებას იწვევს. მისთვის ოთხი სახეობის ყველს - მოცარელას, ჩედერს, მენტალსა და გრიუიერს იყენებენ. რესტორნის შეფ-მზარეულები ყველისთვის ცისარტყელას ფერების მისანიჭებლად საკვებ საღებავებს ხმარობენ. მაგალითად, ხმელი ლავანდა ყველს ცისფერ ფერს სძენს,  რეჰანი - მწვანეს, ტომატის ფხვნილი - წითელს, ფერთა ამ გამას კი ბუნებრივ, ყვითელ ფერს უმატებს თავად ნედლეული - ყველი. ცოტა ხანია, რაც ცისარტყელა-სენდვიჩები გაყიდვაშია და ის უკვე საკმაოდ პოპულარულია.