ცუდი ძილი ასთმის რისკს ზრდის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რეგულარული არახარისხიანი ძილი 55%-ით ზრდის ასთმის განვითარების რისკს. გენეტიკური მიდრეკილების დროსაც კი, რისკი მხოლოდ 47%-ია, - ასეთ დასკვნებს ჩინელი სწავლულები აკეთებენ. მათი კვლევები ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, რომელშიც 38-დან 73 წლამდე ასაკის 455 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მონაწილეები ანკეტას ავსებდნენ და მათ გამოკვლევები უტარდებოდათ. დაკვირვებების პერიოდში, 17 800 ადამიანს დაუდგინდა ასთმის დიაგნოზი - ისინი დანარჩენებზე ნაკლებგანათლებულები იყვნენ და ცუდი ძილი ჰქონდათ, იყვნენ ჭარბწონიანები და დაავადების მიმართ გენეტიკური მიდრეკილებაც ჰქონდათ. სპეციალისტები ჯანმრთელ ძილში თვლიდნენ 7-9-საათიან ძილს „ტოროლას“ რეჟიმში - უძილობის, ხვრინვისა და დღისით ყოველგვარი თვლემის გარეშე. ასეთ კრიტერიუმებს კვლევაში მონაწილე მხოლოდ 73 000 ადამიანი აკმაყოფილებდა.