მთვარის მისიის ეკიპაჟი წარადგინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ NASA იმ ოთხი ასტრონავტის ვინაობა გაამხილა, რომლებიც მომავალ წელს, მისია Artemis-2-ის ფარგლებში, მთვარეზე გაემგზავრებიან. BBC-ის ინფორმაციით, ეკიპაჟის შემადგენლობაში არიან კანადელი ჯერემი ჰენსენი და სამი ამერიკელი ასტრონავტი - კრისტინა კოხი, ვიქტორ გლოვერი და რიდ ვაისმენი. NASA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დედამიწის თანამგზავრისკენ ბოლო ფრენიდან 50 წელზე მეტი გავიდა. მთვარის ახალ მისიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას სუსტი სქესის წარმომადგენელი, აფროამერიკელი და კანადელი. როგორც სააგენტოში ვარაუდობენ, ფრენა 2024 წლის ბოლოსკენ უნდა შედგეს და ეს მისია ათ დღეს უნდა გაგრძელდეს. ასტრონავტები ხომალდ „ორიონზე“, მთვარის ორბიტას მიუახლოვდებიან და დედამიწაზე დაბრუნდებიან. Artemis-1 2020 წლის დეკემბერში, უპილოტო რეჟიმში გაუშვეს. მან მთვარის ორბიტაზე რამდენიმე კვირა გაატარა და დედამიწაზე დაბრუნდა. თანამგზავრზე კიდევ ერთი მისია 2025 წლისთვის იგეგმება, როცა ასტრონავტები მთვარეზე გადასხდებიან.